რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო სამგორის რაიონში
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორ ჰექტარზე დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების,საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დაირგვება მრავალწლიანი მცენარეები და დაითესება ბალახი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება და მისი სავარაუდო ღირებულება სამ მლნ ლარს შეადგენს .სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.
