კიევში უცნობმა პირებმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს სცემეს
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც კიევის პოლიციაში აცხადებენ, ადეიშვილს ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს, სცემეს და გაუჩინარდნენ. მათივე ინფორმაციით მიყენებული დაზიანების გამო ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც უკრაინული მედია წერს, ცემის ფაქტი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობასთანაა დაკავშირებული.ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია
