ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, მოკლე პროგრამაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა
26 წლის სპორტსმენმა საერთო ჯამში 97.98 მეასედი ქულა მიიღო. მსაჯებმა მას ტექნიკურ ელემენტებში 55.69 მეასედი ქულა დაუწერეს, პრეზენტაციაში 42.29 მეასედი ქულა დააგროვა და ფინალურ ეტაპზე გავიდა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ყვითელაშვილი თავისუფალი პროგრამით 10 თებერვალს გამოვა და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის, პირველი მედლის მიღებას შეეცდება.
