თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა
. პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მისი და საქართველოს მთავრობის სახელით უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას ულოცავს დღევანდელ დღეს.
