უკრაინის კრიზისი
მაკრონს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილების იმედი აქვს. საფრანგეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში ჩავიდა. შეხვედრამდე მაკრონმა განაცხადა, რომ რუს კოლეგას ისეთ ახალ ბალანსს შესთავაზებს, რომელიც ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტსა და მშვიდობას დაიცავს. ვიდრე მაკრონი მოსკოვშია, შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა გერმანიის ლიდერი ოლაფ შოლცი.
