ეპიდვითარება საქართველოში
აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს, ყველაზე დიდ გამოწვევად ჯანდაცვის სისტემისთვის ახლა შინ მოვლის პირობებში მყოფ პაციენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციაა. ოჯახის ექიმები მათთან ურთიერთობას, რისკებიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირი სიხშირით ახერხებენ. სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ , რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მიმდინარე კვირას დასტაბილურდება, შემდეგ კი კლებას დაიწყებს.
