ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვის მიზეზი კონსტიტუციური ჩანაწერია იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
