ცილისწამებლური კამპანია ბაკურიანში, პრემიერის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით
კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მხრიდან გრძელდება დეზინფორმაციული, ცილისწამებლური კამპანია ბაკურიანში, პრემიერ-მინისტრის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით. არაერთი ოფიციალური განმარტების მიუხედავად, ცრუ, აბსურდული ბრალდებები მაინც ვრცელდება-რაც ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ემსახურება. საზოგადოების ინფორმირებისათვის მთავრობის სტრატკომი,ვიდეომასალას ავრცელებს, საიდანაც კარგად ჩანს, რომ დეზინფორმაციაა საუბარი ბაკურიანში არსებულ ტყის მასივის დიდ ნაწილზე
