საქართველოდან გაბრუნებული დიმიტრი გუდკოვი ისევ ჩამოსვლას გეგმავს
რუსი პოლიტიკოსი კრემლის წინააღმდეგობის პარალელურად საქართველოსთვის მიუღებელი განცხადებებითაც არის ცნობილი. 2007 წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიაზე, მაშინდელ დე-ფაქტო ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, გუდკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის სურვილი არ დამალა და რუსეთის ფედერაციის ახალგაზრდული პალატის სახელით, ხელშეკრულებებიც გააფორმა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს საზღვრიდან მსი გაბრუნება ოპოზიციის ნაწილმა სკანდალად აქცია. შსს-მ კი მიზეზად, უცხოელთა და მოქალაქეობის არმოქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი დაასახელა.
