პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს .მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით და გამოხატეს ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.
