პროკურატურამ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე პირების , მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 2021 წლის 24 ოქტომბერს, რუსთავში, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტს, ოფისთან საპროტესტო აქცია იმართებოდა რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
