შეერთებულ შტატებში შიშობენ რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბს თავად შექმნის
ამერიკული დაზვერვა, პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევენ, რომ დიდი ალბათობით, მოსკოვი პროპაგანდისტულ ვიდეოს შექმნის, რომელშიც რუსების მიმართ აგრესია ან ტერაქტი იქნება ნაჩვენები.
