საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
სხდომა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო პროცესს სავარაუდოთ ბრალდებულიც დაესწრება.დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.
