ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის მეორე ეტაპი
ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის მეორე ეტაპი - ამ დროისთვის შადრევნების კასკადის აღდგენაზე მუშაობენ. კონსტრუქცია სრულად განახლდება და პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 12 მილიონია. სამუშაოების დასრულება კი ზაფხულში იგეგმება.
