საამქრო "თიმალის" საქმიანობა უჩერდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა, ქვის გადამამუშავებელ საამქროს, თიმალის საქმიანობა შეუჩერა. კომპანიის მიმართ უკვე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. საჯარიმო სანქციებს დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
