დიმიტრი გუდკოვს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი, რომელიც საქართველოში სამი დღის წინ არ შემოუშვეს, ჯერ კიდევ 2007 წელს ვიდრე რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის სუვერენიტეტის მომხრე იყო. საკუთარი მოსაზრებები ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობის დროს, დეფაქტო ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს გაახმოვანა. ამის მიუხედავად ოპოზიცია მის ქვეყანაში არ შემოშვებას აპროტესტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ რომ გუდკოვს უარი კანონის შესაბამისად ეთქვა.
