ომიკრონისა და მისი ქვეკატეგორიის შტამების სწრაფად გავრცელების მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება დაიწყო
ე.წ. კოვიდპასპორტის წარდგენის ვალდებულება უქმდება ლიეტუვასა და ისრაელში. როგორც ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ომიკრონით ინფიცირების რისკის წინაშე ყველა თანასწორია. შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას ურჩევს სახელმწიფოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.
