„ქართული ოცნების“ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, კიევისგან მადლობას იმსახურებს
დოკუმენტი, რომელსაც ოპოზიციის უმეტესობა გაემიჯნა, პარლამენტმა 74 ხმით დაამტკიცა. ამ ტექსტით, საკანონმდებლო ორგანომ ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და დაგმო ყოველგვარი განზრახვა, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა, უკრაინაში ომის არდაშვებაში.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
