საგამოძიებო კომისია
ნაციონალურმა მოძრაობამ, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტში პროექტი დაარეგისტრირა, თუმცა ამ დრომდე ეძებს დეპუტატებს, რომლებიც დოკუმენტს მხარს დაუჭერენ. სააკაშვილის გუნდს ოთხი ოპოზიციური პარტიიდან უარი უკვე უთხრეს, კიდევ ერთ პარტიას გირჩს საკუთარი დათქმა აქვს. რეზოლუციის პროექტს მხარს არ უჭერს მმართველი გუნდი.
