სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი დააკავა
იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისთვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს გადასცეს. ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც შემდგომ ერთმანეთში გაინაწილეს. გამოძიება, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გრძელდება
