დასავლეთი მოსკოვს კიდევ ერთხელ აფრთხილებს რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე საფასურს გადაიხდის
კიევში სახელმწიფო ლიდერები და პირველი დიპლომატები იმყოფებიან. უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა უკრაინაში ჩასულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა. უკრაინაში ვიზიტს გეგმავს თურქეთის პრეზიდენტი და ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი. რუსეთი კი ვითარების დაძაბვას შეერთებულ შტატებს აბრალებს.
