რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დიდ ბრიტანეთს ათი თებერვლისთვის მზად ექნება
ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, უკრაინაში მოსალოდნელი რუსული აგრესიის შესაკავებლად შემუშავებული დოკუმენტი საშუალებას მისცემს გაერთიანებულ სამეფოს სანქცია კრემლთან დაახლოებულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს და კომპანიას დაუწესოს.
