თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გიგი უგულავას საქმის განხილვა მიმდინარეობს
. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება. მათ შორის გამომძიებლები და მესაზღვრე პატრულის თანამშრომლები. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ იმ დაპირისპირების თვითმხილველები იყვნენ, რომელშიც გიგი უგულავა და ბადრი გავაშელიშვილი მონაწილეობდნენ.
