სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეხვედრა დიპლომატებთან
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მოწვეულ სტუმრებს სამსახურის 2019-2021 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო და ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
