დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს შეხვდება
თამაში ამსტერდამში შედგება და კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ტრიბუნაზე მხოლოდ ათასი გულშემატკივრის დასწრებაა შესაძლებელი. ტრავმა აწუხებს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ელისანდროს და მისი თამაშის საკითხი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდება. რუსეთ- საქართველოს მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
