კორონავირუსის ომიკრონის შტამის სწრაფად გავრცელების გამო, მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის ახალ ტალღას ებრძვიან
გასულ დღე-ღამეში გლობალურად , კოვიდ 19-ის 2 მილიონ 100 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა. ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს როგორც ევროპის, ისე აზიის სახელმწიფოებში. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი, ყოველდღე ასობით ათას ინფიცირებულს ითვლიან.
