უკრაინაში მოსალოდნელ რუსულ სამხედრო აგრესიას გაეროს უშიშროების სხდომაზე განიხილავენ
საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატორი შეერთებული შტატებია. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი საერთაშორისო წესრიგს უქმნის საფრთხეს. მოსკოვისთვის ბრალდებები ისევ უსაფუძვლოა. დასავლეთი უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედს არ კარგავს, თუმცა სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, კრემლს მკაცრი სანქციებით კიდევ ერთხელ ემუქრება.
