პოლიციამ იმერეთსა და სამეგრელოში ავტომობილების გაქურდვის ფაქტები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავა, ქუთაისში კი სამი არასრულწლოვანი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დღეს ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს.რაც შეეხება მხილებულ პირებს, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა 29 იანვარს, ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, ხუთი ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა სამივე არასრულწლოვანი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს ამხილეს.
