ხმაური იყო ბათუმის მერიაში
ქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერის კაბინეტის მისაღებში დაცვის სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და უშუალოდ მის კაბინეტში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება აარ მისცეს.
