ჩეხეთში კოვიდრეგულაციები გააპროტესტეს
სამი ათასამდე ადამიანი პრაღის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა,. დემონსტრანტებმა რეგულაციებს დისკრიმინაციული უწოდეს. ომიკრონ შტამის გავრცელების გამო, ჩეხეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ამის ფონზე ოფიციალურმა პრაღამ, მედპერსონალისა და 60 წელს გადაცილებული, რისკ ჯგუფში შემავალი მოქალაქეების სავალდებული აცრის განკარგულება გააუქმა, სავალდებულო დარჩა რესტორნებში კლუბებსა და სხვა დაწესებულებებში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან პი სი არ ტესტის უარყოფით პასუხის წარდგენა.
