უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, განხილვის ერთერთი მთავარი საკითხი იქნება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. რეზოლუციის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება და საგარეო კომიტეტს განსახილველად დაეწერება. დოკუმენტს ხელს მმართველი პარტია აწერს. ოპოზიცია კი აღნიშნულ რეზოლუციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტექსტში ცვლილების შეტანის მცდელობა ექნებათ.
