საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს
მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება. რაც შეეხება მანდატების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის მიზეზებს, ხოშტარია და ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში სხდომებს არ დასწრებიან, ვინაიდან, ბოიკოტთან დაკავშირებით, მათ განაცხადი დაწერილი არ ჰქონდათ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გაცდენები არასაპატიოა
