რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნაციონალური მოძრაობა და რა ფორმით გააგრძელებს საკანონმდებლო საქმიანობას დღეს გახდება ცნობილი
პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკვე მიღებული აქვთ. რაც შეეხება პარტიის დღის წესრიგს, ისინი პოლიტიკურად გააქტიურებას აანონსებენ და ამბობენ, რომ ისევ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის იბრძოლებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნაცმოძრაობა დესტრუქციული პოლიტიკური პარტიაა და მათი პარლამენტში შესვლა - არშესვლის საკითხი, უინტერესო გახდა
