თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება
ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ორი უნივერსიტეტის რექტორებთან ერთად უნგრეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ. მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობისა და გაცვლითი პროგრამების რაოდენობის გაზრდას, ასევე, ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობას ითვალისწინებს
