ორხევში, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობის დემონტაჟი განახორციელა
ადგილზე ხმაური იყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ მუნიციპალურ ინსპექციას მოსთხოვა, შენობის დანგრევის უფლება მისთვის მიეცათ. ნაგებობების მეპატრონეები აცხადებენ, რომ თვითნებურად დაწყებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ ოფიციალური უწყებებისგან გაფრთხილებული იყვნენ.
