გავრცელებული კადრები, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ირაკლი კობახიძეს და მის არასრულწლოვან შვილს ვიდეოს უღებს, განსჯის თემა გახდა
სოციალურ მედიაში და საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული კადრები, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ირაკლი კობახიძეს და მის არასრულწლოვან შვილს ვიდეოს უღებს, განსჯის თემა გახდა. ვიდეოს ჩვენ შეგნებულად არ ვუშვებთ ეთერში, თუმცა გეტყვით, რომ გავრცელებულ კადრებში ისმის ირონიული რეპლიკა ამ მოქალაქის მხრიდან და ჩანს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე შვილთან ერთად. მმართველი პარტია და ოპოზოციის ნაწილი თანმხდებიან იმაზე, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, დაუშვებელია არასრულწლოვანის კადრების ამ ფორმით გავრცელება.
