გორის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადება
გორის სამხედრო ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა, სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.
