უკანონო ბორდერიზაცია - სუსის განცხადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო დესტრუქციულ ქმედებებს ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო ქმედებები განახორციელეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თითოეული უკანონო ქმედების იდენტიფიცირება ხდება.
