უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია
„დროას“ მიერ შემუშავებულ უკრაინის მხარდამჭერ მანიფესტს ხელი პარლამენტის წინ მოეწერა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ამბობენ, რომ ალტერნატიული ტექსტის შემუშავება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მისამართით გაკეთებული მკაფიო განცხადებები ვერ ნახეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ოპოზიციურ პარტიებს ურჩევენ, კარგად გაეცნონ რეზოლუციის ტექსტს, რომლითაც უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის პოზიცია მკაფიოდ დასტურდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
