ჯო ბაიდენმა ვოლოდიმერ ზელენსკი გააფრთხოლა, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში თებერვალში შეიჭრას
ამის შესახებ ამერიკული მედია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. უკრაინისა და შტატების პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე გაჩნდა, ეს ბაიდენისა და ზელენსკის მესამე სატელეფონო საუბარია.
