ორხევში, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობის დემონტაჟი განახორციელა
ნაგებობების მეპატრონეები აცხადებენ, რომ თვითნებურად დაწყებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ ოფიციალური უწყებებისგან გაფრთხილებული იყვნენ. მათივე თქმით, მიწის ნაკვეთები მათ საკუთრებაში არ არის. ადგილზე ხმაური იყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ მუნიციპალურ ინსპექციას მოსთხოვა, შენობის დანგრევის უფლება მისთვის მიეცათ.
