ჯარიაშენთან ოკუპანტებმა მძიმე ტექნიკით თხრილები გააკეთეს
კირბალისა და მეჯვრისხევის შემდეგ, ოკუპანტები ჯარიაშენთანაც გააქტიურდნენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით თხრილებია გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, ეს ის ადგილია, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა. სუსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს.
