ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB-ი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსამართლემ არ გაიზიარა „ნეტფლიქის“ არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. უფრო ზუსტად კი, სერიალში გაჟღერებულია ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება.
