ბესიკ თამლიანის საქმე
საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მხარეთა მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, ადვოკატებმა თამლიანის აღკვეთის შეცვლის შუდგომლობა დააყენეს და მოსამართლეს 4000 ლარიანი გირაო შესთავაზეს, უარს კი ბრალდებულის გაღიზიანება მოყვა, რის შემდეგაც თამლიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
