რუსთავში, ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით, მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
კამპანიის პირველი შეხვედრა კომპანია „რუსელოისის“ მეტალურგიულ საწარმოში გაიმართა. შეხვედრაზე, მეტალურგიული წარმოების იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემა, რუსთავს საწარმოო ზონასთან სიახლოვის გამო, უკვე ათწლეულებია აქვს. საკანონმდებლო დონეზე საკითხი გასული წლის მარტში გადაწყდა, როც პარლამენტმა კანონში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა.
