ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის პასუხით უკმაყოფილოა
შტატებმა რუსეთს მთავარ მოთხოვნაზე - შეჩერდეს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება- უარი უთხრა. კრემლის ულტიმატუმზე შტატების წერილობითი პასუხი სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვს გუშინ გადასცა. დოკუმენტზე ვლადიმერ პუტინის რეაქცია სამხედროებთან და დიპლომატებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი
