უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ თბილისის საკრებულოს წევრები
უმრავლესობის დეპუტატების სახელით უკვე მომზადდა განცხადება რომელიც უკრაინის საელჩოს გადაეგზავნება. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მეგობარი ქვეყნის მიმართ და თქვა, რომ მიმდინარე პროცესები საფრთხეს არამარტო უკრაინას, არამედ მთლიანად რეგიონს უქმნის. განცხადება გადაეგზავნა ოპოზიციასაც
