555 კარატიანი შავი ბრილიანტი სოთბის აუქციონზე გაიყიდება
ძვირფას ქვას,, შესაბამისი სახელი „ენიგმა“ ჰქვია. მინეროლოგების განმარტებით, შავი ბრილიანტი იმდენად იშვიათია, რომ მის წარმომავლობას კოსმოსს უკავშირებენ. ენიგმას გასაყიდი ფასი აუქციონზე 4-დან 7 მილიონ დოლარამდე მერყეობს. უიშვიათესი შავი ბრილიანტი, სოთბის აუქციონზე ბევერლი ჰილზში 9 თებერვალს გაიყიდება.
