მოსკოვმა ვაშინგტონისა და ნატოსგან პასუხი მიიღო
შეერთებულმა შტატებმა და ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, რუსულ მხარეს ოფიციალური დოკუმენტი გადასცეს, რომელშიც მოსკოვის ყველა ულტიმატუმზეა პასუხი გაცემული. დოკუმენტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები და ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩებიან. ვაშინგტონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსკოვს ვითარების დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადადგას და კრიზისის მოსაგვარებლად, დიპლომატიური გზა აირჩიოს.
