ფრაქციის დაანონსებული სხდომა ნაციონალურ მოძრაობაში დღეს არ გაიმართა
ამ სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო რა ფორმით გააგრძელებდა ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო საქმიანობას. საგაზაფხულო სესიის გახსნამდე კი, რამდენიმე დღე რჩება. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სესიის პირველ სხდომას ნაციონალური მოძრაობა დაესწრება, ერთადერთი მიზნით, რომ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა
